ჩინეთში საქართველოს პირველი ელჩი მიხეილ უკლება გახდა
დღეს პარლამენტმა 145 ხმით 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მიხეილ უკლებას ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.
მიხეილ უკლება, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ჩინეთში საქართველოს პირველი ელჩი გახდება. 2001-2004 წლებში მიხეილ უკლება საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი, ხოლო უფრო ადრე შევარდნაძის მმართველობის დროს ქონების მართვის მინისტრი იყო.
1 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა 2005 წლიდან ჩინეთში საქართველოს საელჩოს გახსნის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)