დეპუტატების ჯგუფი უგულავას გადაყენებას მოითხოვს
დეპუტატმა ბეჟან გუნავამ “ნაციონალური მოძრაობიდან“ და გიორგი ცანავამ “ახალი მემარჯვენეებიდან” 28 დეკემბერს ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გამგებლის გიგი უგულავას გადაყენება მოითხოვეს.
“იგი უპრინციპო ადამიანია, რომელიც არ ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს და ამიტომ უნდა გადადგეს“, განაცხადა ბეჟან გუნავამ.
“იგი მეგრულადაც კი არ საუბრობს; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მეგრულად აუცილებლად უნდა ლაპარაკობდეს“, აღნიშნა გიორგი ცანავამ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გიგი უგულავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად სექტემბერში დანიშნა. მანამდე მას უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)