დეპუტატებმა სომხეთში ახალი ელჩი დაამტკიცეს
28 დეკემბერს პარლამენტმა 137 ხმით 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რევაზ გაჩეჩილაძის კანდიდატურას სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.
რევაზ გაჩეჩილაძემ დიპლომატიური კარიერა ისრაელში საქართველოს ელჩად დანიშვნიდან დაიწყო, სადაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ცოტა ხნის წინ პარლამენტმა უფლებამოსილება როტაციის გამო შეუწყვიტა.
რევაზ გაჩეჩილაძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პროფესორია, ცოტა ხნის წინ თსუ-ს რექტორად აპირებდა კენჭისყრას, თუმცა რექტორის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)