ფინანსური პოლიციის მორიგი რეიდი აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლში

ფინანსურ პოლიციასა და ქვემო ქართლის სოფელ ვახტანგისის მცხოვრებლებს შორის 19 იანვარს შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აზერბაიჯანიდან შემოსული კონტრაბანდული საქონელი დააკავა.


ბოლო ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანელებით დასახლებულ ამ რეგიონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა.


გასული წლის დეკემბერში ფინანსურმა პოლიციამ შინაგანი ჯარის სპეციალური დანიშნულების ძალებთან ერთად განახორციელა რეიდი სოფელ ვახტანგისში და ადგილობრივ მცხოვრებლებს ჩამოართვა საქონელი, რომელიც ხელისუფლების მტკიცებით კონტრაბანდული გზით შემოვიდა აზერბაიჯანიდან. პოლიციის რეიდმა ადგილობრივი აზერბაიჯანელების პროტესტი გამოიწვია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)