ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისის წინადადებებზე საუბრობს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან პლიევი ცხინვალის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით თბილისის წინადადებების კომენტირებისას აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება არ განიხილავს სტატუსის საკითხს.
“ჩვენთვის გაუგებარია, თუ ვის მიმართა სააკაშვილმა ამ წინადადებებით. ჯერ-ჯერობით არანაირი წანადადებები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას არ მიუღია… ჩვენ არასოდეს განგვიცხადებია, რომ სამხრეთ ოსეთი დიალოგზე უარს ამბობს და მზად ვართ გადავწყვიტოთ მშვიდობასთან და ნდობის აღდგენასთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები… მაგრამ არ ვაპირებთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსის საკითხის განხილვას. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ უკვე განსაზღვრა თავისი სტატუსი და ეს გამყარებულია ჩვენი კონსტიტუცით”, ნათქვამია ალან პლიევის სიტყვებზე დაყრდნობით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტის მიერ 27 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)