შს მინისტრი გორში აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გორში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წინ მომხდარი აფეთქება “ტერორისტული აქტი იყო“.
მინისტრის ინფორმაციით ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით აფეთქდა დიდი ოდენობით ტროტილი და 80-100 კგ პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც დამონტაჟებული იყო შენობის წინ “ვაზ-21 011“ ტიპის ავტომანქანაში და დისტანციური მართვის პულტით იმართებოდა.
მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა სამი პოლიციელის გარდაცვალების ფაქტი, 15 ადამიანმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მერაბიშვილმა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)