ცხინვალი შეშფოთებულია ჟვანიას გარდაცვალებით

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითმა ზურაბ ჟვანიას გადაცვალებასთან მწუხარება გამოხატა და განაცხადა რომ, ჟვანია დიდ როლს ასრულებდა ქართულ–ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაში, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.
 
„მინდა გამოვთქვა მწუხარება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო. ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით ზურაბ ჟვანიამ  დიდი ძალისხმევა გამოიჩინა 2004 წლის ზაფხულში ქართული აგრესიის შესაჩერებლად. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი გარდაცვალება არ აისახება (ქართულ-ოსური) მოლაპარაკებების პროცესზე“ აცხადებს ედუარდ კოკოითი.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანაგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა კი განაცხადა, რომ „ზურაბ ჟვანია იყო საქართველოს ხელისუფლების იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ მშვიდობის პარტია.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)