სააკაშვილი: მზად ვარ პუტინს მეგობრობის ხელი კიდევ ერთხელ გავუწოდო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ მზად არის კიდევ ერთხელ ჩავიდეს მოსკოვში და შეხვდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დარეგულირდეს.
“მზად ვარ ხელახლა გაუწოდო მეგობრობის ხელი პუტინს, სამწუხაროდ შარშან ჩემი გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა. რუსეთთან არის პრობლემები, მაგრამ ეს უნდა გამოსწორდეს კომპრომისების გზით, რომელიც უნდა იყოს არა ცალმხივი, არამედ ორმხრივი”, განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს გასული წლის 11-13 თებერვალს სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)