ზურაბიშვილი: რუსულ-ქართული ურთიერთობები ‘გადამწყვეტ ეტაპზეა’

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 10 მარტს განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები „ძალიან მნიშვნელოვან გადამწყვეტ ეტაპზე იმყოფება“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“.


სალომე ზურაბიშვილი ანკარაში ჟურნალისტებს თავის თურქ კოლეგასთან აბდულა გიულთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.


მისი თქმით, საქართველოს მცდელობები მოაგვაროს რუსეთთან არსებული ორმხრივი პრობლემები, მათ შორის საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, „ძალიან ფაქიზ“ ეტაპზე იმყოფება.


„ჩვენ გვაქვს თურქეთის მხარდაჭერა [რუსული] სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით … და იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწევთ ამ საკითხზე,“ აცხადებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)