პოლიციამ პარლამენტის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია დაარბია

პოლიციამ 14 მარტს, გვიან ღამით პარლამენტის შენობის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია დაარბია. აქციის მონაწილენი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უნივერსიტეტში ჩაბარების ახალ წესებს აპროტესტებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი მსუბუქად დაშავდა.


საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის, ძირითადად, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის სტუდენტები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მათ აქვთ უფლება უგამოცდოდ შევიდნენ უნივერსიტეტში. თუმცა, გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ზოგადი განათლების შესახებ ახალი კანონით, ეს პრივილეგია არ არის გათვალისწინებული.


განათლების სამინისტრო არ აპირებს კოლეჯის სტუდენტებთან დათმობაზე წასვლას და აცხადებს, რომ ყველა პოტენციურმა სტუდენტმა გამოცდები უნდა ჩააბაროს.      


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)