სეპარატისტი ლიდერები სამიტის ჩატარებას გეგმავენ
15 მარტს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ოთხი სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის – ლიდერები სამიტის ჩატარებას გეგმავენ თავიანთი პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით.
“ხვალ ან ზეგ ჩვენ გადავწყვეტთ, თუ სად ჩავატაროთ ეს შეხვედრა. შეხვედრა შედეგება ან აქ [მოსკოვში], ან სადმე სამხრეთში“, განაცხადა ბაღაფშმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია, იტყობინება”რია ნოვოსტი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)