ცხინვალი: ეუთო საქართველოს აგენტურული ქსელის მსგავსად მუშაობს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი ეუთოს კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის ნაკლებობაში ადანაშაულებს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.  


“ეუთოს ოფისი ცხინვალში საქართველოს აგენტურულ ქსელს წარმოადგენს, რომელიც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მუშაობს. სხვანაირად, როგორ შეიძლება აიხსნას ვენაში ეუთოს ოფიციალურ მოხსენებებში ინფორმაციის შეგნებულად დამახინჯების ფაქტი. ეუთოს ცხინვალის ოფისში სპეციალურად ხდება ფაქტების დამახინჯება, რათა მოხდეს საქართველოს უკეთესად წარმოჩენა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. შეკვეთილი დემოკრატიის “ფაშისტური ნაშიერი“ არც თუ ისე კარგად იქცევა, თუმცა პოლიტიკური ინტერესები ფარავს სიმართლეს“.


ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელმა შერეულ საკონტროლ კომისიაში ბორის ჩოჩიევმა მოითხოვა ეუთოს ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელის განჩო განჩევის გადადგომა, თუმცა დასძინა, რომ ეს  არ უნდა იქნას განხილული, როგორც ეუთოს წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)