აშშ-ში იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
16 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბიძინა ბრეგაძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული სამხედრო იარაღის შეტანის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ჯგუფში საქართველოს ერთი მოქალაქეა.
“საქმეს ამერიკული მხარე იძიებს, ქართული მხარე გამოძიებაში არაა ჩართული“, განაცხადა ბრეგაძემ და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
CNN –ის ცნობით, დაკავებულები აპირებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყუმბარმტყორცნების შეტანას. ეჭვმიტანილები ძირითადად სომხეთის, რუსეთის და საქართველოს მოქალაქეები არიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)