სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზეწოლის გამო საქართველო დატოვა

სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბიძინა გიორგობიანმა თანამდებობა დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა ემიგრაციაში. ამის მიზეზად გიორგორბიანის თანაშემწემ მზევინარ ანსიანმა “ხელისუფლების  პირველი პირების“ მხრიდან ზეწოლა დაასახელა.


საქართველოდან წასვლამდე გიორგობიანმა ვიდეოჩანაწერი დატოვა, რომელიც 16 მარტს ტელეკომპანიების საშუალებით გავრცელდა. გიორგობიანმა ზეწოლაში დაადანაშაულა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და უშიშროების სამინისტროს ზოგიერთი წარმომადგენელი.


“საქმე ეხებოდა წილების განაწილების შეწყვეტას, რამაც შს მინისტრის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია“, აცხადებს ვიდეოჩანაწერში ბიძინა გიორგობიანი.


ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროში.
   
ბიძინა გიორგობიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ცხრა წლის განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა და საქართველოში “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაბრუნდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)