სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, სერგეი შამბა საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
“სერგეი შამბა აფხაზურ მხარეს წარმოადგენს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე ჟენევაში [აპრილში], რადგანაც მას მოლაპარაკებების წარმოების სოლიდური გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მე მთლიანად ვენდობი მას და ამიტომაც დავნიშნე საგარეო საქმეთა მინისტრად“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
სერგეი შამბას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ვლადისლავ არძინბას პრეზიდენტობის დროსაც 1997 წლიდან ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)