სააკაშვილი რუსული ბაზების ეტაპობრივ გაყვანაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს მომზადებული აქვს წინადადებათა პაკეტი ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის თაობაზე.
“ჩვენ შევთავაზეთ ბაზების ეტაპობრივი გაყვანა. ჩვენ შევთავაზეთ სატრანსპორტო დახმარება. ეს არის წინადადებათა პაკეტი, რომელიც განხილვის სტადიაშია. მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი 7-8 აპრილს გაიმართება. რუსული ბაზები უნდა გავიდეს. უკვე 200 წელია, რაც რუსული ბაზები საქართველოშია. უკვე დროა ჩვენი ურთიერთობები უფრო ცივილიზებულ ფორმატში გადავიყვანოთ“, განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 5 აპრილს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)