გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ბაღაფშს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 აპრილს სოჭში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “ინტერპრესი” და “რეგნუმი“.


“ინტერპრესი“  აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ვალერი არშბას სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)