თბილისი მოსკოვის მთავრობის დელეგაციის სოხუმში ვიზიტს აპროტესტებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს 2-6 აპრილს სოხუმში მოსკოვის მთავრობის დელეგაციის ვიზიტს, რომლის მიზანია, სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელებთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხილვა.
“7-8 აპრილს ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე აქტიურ მოლაპარაკებების პერიოდში, რუსეთის მხარის აღმასრულებელი ხელისუფლების მსგავსი ქმედება ხელს არ უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების მოგვარებისათვის სათანადო ატმოსფეროს შექმნას“, ნათქვამია 5 აპრილს გავრცელებულ საინფორმაციო განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)