საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს
დღეს თბილისში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია დააკავეს. მას 1,3 მილიონი შვეიცარული ფრანკის მითვისებაში ედება ბრალი. ამის შესახებ ფინანსური პოლიციის უფროსმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა.
ჟორდანია ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული გადასახადების თავიდან არიდების ბრალდებით. იგი 2004 წლის იანვარში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში 742,000 ლარი გადაიხადა. სწორედ ამ თანხის მითვისებაში ედებოდა მას ბრალი.
გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ 7 აპრილს განაცხადა, რომ დღევანდელ დაპატიმრებას არაფერი აქვს საერთო წინა საქმესთან. ამჟამად, მისი დაპატიმრება თბილისის “დინამოს“ კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით მოხდა.
ჟორდანიას დაპატიმრებას წინ უძღოდა დაპირპისპირება ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას შორის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩის ბილეთების ფასებთან დაკავშირებით. მარტის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეხბურთის ფედერაცია ბილეთის ფასის მომატებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და სამართალდამცავებს ფედერაციის საქმიანობით დაინტერესება დაავალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)