აშშ-ს დელეგაცია სოხუმში ჩასვლას გეგმავს
11 აპრილს აშშ-ს დელეგაცია, რომელსაც კასპიის ენერგეტიკულ და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი უხელმძღვანელებს, აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ 8 აპრილს საქართველოში აშშ-ს საელჩოში აცნობეს.
სავარაუდოდ დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ასევე იქნება საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი, თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდება. თუმცა განსახილველი საკითხები ჯერ–ჯერობით უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)