ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
9 აპრილს გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ჟორდანიამ გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც იგი სახსრების მითვისების ბრალდებით 7 აპრილს დააკავეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა საბჭომ 9 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება ახალი პრეზიდენტის არჩევნების 10 ივნისს ჩატარების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)