იგორ სავოლსკი: ბაზების გაყვანის ვადები ჯერ ისევ შეუთანხმებელია
იგორ სავოლსკიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა, რომელიც სამხედრო ბაზებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, 13 აპრილს თბილისში ჩამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზების ბათუმიდან და ახალქალაქიდან გაყვანის “ვადებთან დაკავშირებით გარკვეული შეუთანხმებლობა არსებობს“. მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა დასძინა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად “ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თბილისში რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების საკითხსაც განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური)