სუუამის სამიტში ლიტვის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას
22 აპრილს კიშინიოვში დაგეგმილ სუუამის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსიც მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება ლიტვის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
სუუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 21 აპრილს ლიდერთა სამიტის მოსამზადებლად კიშინიოვში შეიკრიბნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)