ზურაბიშვილმა უცხოელ დიპლომატებს სტიქიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 28 აპრილს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და წყალდიდობით მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მოგვიანებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უცხოელ დიპლომატებს იმ მოთხოვნილებების ნუსხა გადასცა, რომელთა საჭიროებაც არსებობს წყალდიდობით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)