ხუთ ენერგოობიექტზე ტენდერი გამოცხადდა
სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ალეკო ხეთაგურის ინფორმაციით, იგეგმება სახელმწიფო სადისტრიბუციო ენერგოკომპანიისა და დასავლეთ საქართველოში არსებული ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზება.
ლაჯანურჰესზე, რიონჰესზე, გუმათჰესზე, შაორჰესაა და ძირულჰესზე ტენდერი 2 მაისს გამოცხადდა. ჯერ-ჯერობით არ სახელდება ენერგოობიექტების გასაყიდი ფასი.
ალეკო ხეთაგურის განცხადებით, ენერგოობიექტების შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებს საკმარისი დრო ექნებათ, რათა საკუთარი წინადადებები წარადგინონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)