სააკაშვილი: ვფიქრობ, 9 მაისს მოსკოვში საზეიმო ცერემონიალს დავესწრები
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში ჩავიდეს.
“ქართველმა მებრძოლებმა თავი შესწირეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, 9 მაისს მოსკოვში საზეიმო ცერემონიალს დავესწრო“, განაცხადა 4 მაისს პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრება და ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავს 9 მაისს კიევში აღნიშნავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)