გიორგი გომიაშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა 21 მაისს განაცხადა, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, რომელიც, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური იქნება, თუმცა არა პრეზიდენტ სააკაშვილის.
პარლამენტმა 20 მაისს მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება გადაედო გომიაშვილის კანდიდატურის კენჭისყრა შვეიცარიაში საქართველოს ელჩად დანიშვნის თაობაზე, რაც პარლამენტართა ჯგუფმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ უარი განაცხადა მისი კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირა, გომიაშვილის “გამოუცდელობის” მოტივით.
21 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გომიაშვილმა მიანიშნა, რომ ზოგიერთი დეპუტატი მისი ელჩად დანიშვნის წინააღმდეგ იმ საეჭვო საბანკო ანგარიშების გამო წავიდა, რომელიც ზოგ ქართველ პოლიტიკოსს შვეიცარიის ბანკებში აქვს.
“როგორც ჩანს, ჟენევა ბევრი პოლიტიკოსისთვის ძალიან საინტერესო ადგილია; საინტერესოა იმ ბანკების გამო, რომლებიც იქაა განლაგებული, ასევე ღმერთმა იცის, რა სახის საბანკო ანგარიშების გამო“, განაცხადა გომიაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ იგი გახდება ახალი პოლიტიკუტი პარტიის ლიდერი, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. გომიაშვილმა მხოლოდ აღნიშნა, რომ იგი მმართველი პარტიის ოპოზიციაში იქნება, რომელიც, მისი თქმით, “არ არის ლოიალური პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ“. გომიაშვილი ელჩის თანამდებობაზე სწორედ პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარადგინა.
საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თავისი ევროპული ტურნედან 21 მაისს დაბრუნდა, ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია თავისი მოადგილის გადადგომის თაობაზე.
პარლამენტის გადაწყვეტილებამ დღის წესრიგიდან მოეხსნა გომიაშვილის კანდიდატურის ელჩად დამტკიცება გაამყარა ეჭვები იმის თაობაზე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრსა და წამყვან დეპუტატებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შორის, გარკვეული უთანხმოება არსებობს. არაოფიციალური ინფორმაციით, ზოგიერთი დეპუტატი იმიტომ ეწინააღმდეგებოდა გომიაშვილის კანდიდატურას, რომ იგი საგარეო საქმეთა მინისტრის პროტეჟე იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)