სააკაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 24-25 მაისს აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში პირველადი ნავთობის გაშვების ცერმონიას დაესწრება. ეს ღონისძიება ოთხშაბათსაა დაგეგმილი.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლოატაციაში შესვლის ანალოგიური ცერემონია საქართველოში სექტემბერში გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)