ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების როტაცია დაიწყო
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, კერძოდ კი ზუგდიდის რაიონის უსაფრთხოების სამხრეთ ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების გეგმიური როტაცია დღეს დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება.
როტაციის შედეგად 500 კაციან 526-ე ბრიგადის პირად შემადგენლობას იმავე ოდენობით რუსი სამშვიდობოების 529-ე ბრიგადა ჩაენაცვლება.
ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ძალების მეთაურის ვალერი ჯაფარიძის განცხადებით, როტაცია ქართულ მხარესთან შეთანხმებული იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)