პრეზიდენტმა ცსკ-ს თავმჯდომარე და წევრები წარადგინა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 მაისს გია ქავთარაძე, რომელიც მანამდე იუსტიციის საბჭოში მუშაობდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარედ დაასახელა. პრეზიდენტმა ასევე განსახილველად წარუდგინა პარლამენტს ცსკ-ს წევრობის 12 კანდიდატი.
ცსკ-ის დაკომპლექტების ახალი წესის თანახმად, პარლამენტმა 12 კანდიდატიდან 6 უნდა შეარჩიოს 7-კაციანი ცსკ-ს დასაკომპლექტებლად.
თავდაპირველად, 11 მაისს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 515 პირმა წარადგინა განაცხადები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)