ოპოზიცია შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატების წადგენას აპირებს

პარტია “კონსერვატორები” ყველა ოპოზიციურ ძალას მოუწოდებს პარლამენტის გამოკლებულ მაჟორიტარ წევრთა არჩევნებზე ერთიანი კანდიდატები წარადგინონ. შუალედური არჩევნები შემოდგომაზე  ხუთ საარჩევნო ოლქში –  შუახევში, ბათუმში, ქობულეთში, ტყიბულსა და ისანში უნდა გაიმართოს.


კანდიდატების შერჩევის მიზნით კონსერვატორები ახალი ინიციატივით გამოდიან. კერძოდ, ოპოზიციური პარტიებს შორის უნდა ჩატარდეს ე.წ. შიდა არჩევნები და გამოვლინდეს თითოეულ ოლქში საერთო კანდიდატი. 


ამ ინიციატივას უკვე დადებითად გამოეხმაურა პარტია “რესპუბლიკელები”.
პარტიის ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული, თუ რომელი პარტია მიიღებს შიდა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები კონსერვატორებს, ახალ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს შორის.


კობა დავითაშვილის თქმით, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთი თვის ვადა აქვთ, რათა ჩამოყალიბდნენ ამ ინიციატივის გარშემო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)