მოსკოვში სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

16 ივნისს მოსკოვში დაიწყო სამხედრო საკითხებზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მორიგი კონსულტაციები ექსპერტების დონეზე, რომელიც  17 ივნისს სახელმწიფო დელეგაციების დონეზე მოლაპარაკებებით გაგრძელდება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე, რუსეთის დელეგაციას – იგორ სავოლსკი.


კონსულტაციებზე განხილული იქნება რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის პროცესის ტექნიკური დეტალები, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების 30 მაისის ერთობლივი განცხადების შესაბამისად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)