ევროპის საბჭო საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში ოპოზიციის მდგომარეობით დაინტერესდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა 20 ივნისს “ინტეფაქსს“ აცნობა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  ე.წ ფერადი რევოლუციების ქვეყნებში – უკრაინაში, საქართველოსა, ყირიზეთში ოპოზიციის დევნის ფაქტებს ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტი შეისწავლის, ნაცვლად ამ საკითხებზე სპეციალური მოხსენების მომზადებისა.


20–24 ივნისს სტასბურგში იმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებიან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)