აშშ-ევროკავშირის სამიტმა საქართველოსა და უკრაინის საკითხები განიხილა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონში 20 ივნისს გამართულ აშშ-ევროკავშირის ყოველწლიური სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხებიც იქნა განხილული.
“ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს შესახებ, ასევე ბალკანეთის შესახებ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დემოკრატიული ერები ის ერებია, რომლებიც გაამართლებენ თავიანთი ხალხის იმედებს და მისწრაფებებს; დემოკრატიული ერები ის ერებია, რომლებიც დაგვეხმარებიან შევინარჩუნოთ მშვიდობა“, განაცხადა ჯორჯ ბუშმა.
სამიტში ასევე მიიღეს მონაწილეობა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ, ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)