გაზეთის ცნობით, სოხუმი რკინიგზის აღდგენის თაობაზე სიფრთხილეს იჩენს
გაზეთი “24 საათი“ 24 ივნისს იტყობინება, რომ პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის გავლით რკინიგზის აღდგენას ითვალისწინებს, აფხაზ საზოგადოებაში, სავარაუდოდ, გარკვეულ წინააღმდეგობას გამოიწვევს.
“სავსებით ნათელია, რომ აფხაზეთის ოპოზიცია, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მიმართ სულ უფრო მეტ რადიკალიზმს იჩენს, ამ პროექტს ხელისუფლებაზე ახალი შეტევისთვის გამოიყენებს“, წერს “24 საათი“.
გაზეთის ცნობით, აფხაზეთის ოპოზიცია ურჩევს მთავრობას დათანხმდეს ქართულ მხარესთან ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი ხელს მოაწერს სავალდებულო ხელშეკრულებას საომარი მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე.
აფხაზური მხარე რკინიგზის აღდგენის ქართველ დევნილთა დაბრუნების საკითხთან დაკავშირების წინააღმდეგია.
სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და მოსკოვს შორის 2004 წლიდან ხორციელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)