პარლამენტი თბილისის თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტს იხილავს

საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, რომ გადადებულიყო დედაქალაქის–თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მაინც დაიწყო.


კანონპროექტი ითვალისწინებს თბილისში საკრებულოს ახლებურად, მაჟორიტარულ–პროპორციული წესით არჩევას, რომლის შედეგადაც 25 მანდატს საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრი, ხოლო 12  მანდატს პროპორციული წესით არჩეული წევრები მიიღებენ.  მერი აირჩევა საკრებულოს შემადგენლობიდან.


ოპოზიცია ეწინააღმდეგება საკრებულოს არჩევის მმარველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს იმ მოტივით, რომ აღნიშნული მოდელი “ერთპარტიული დიქტატურისკენ“ არის მიმართული და ამავდროულად მხარს უჭერს თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)