პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 8 ივლისს 136 ხმით 0-ის წინააღმდეგ ეროვნულის უსაფრთხოების კონცეფცია დაამტკიცა.
დოკუმენტი ასახავს ქვეყნის ფუნდამენტალურ ეროვნულ ფასეულობებს; ეროვნულ ინტერესებს; გამოწვევებს; საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიღება საქართველოს მთავრობის მიერ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)