ნოღაიდელი და აბასოვი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერს აბას აბასოვს ხვდება, რომელიც თბილისში დღეს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს და ასევე 18-19 ივლისს აზერბაიჯანში დაგეგმილ სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური ფორუმის დეტალებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)