საკრებულო რაიონების ხელმძღვანელებს აირჩევს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 ივლისს ბათუმში გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის რეფორმის შემდეგ არჩეული საკრებულოები რაიონების ხელმძღვანელებს თავად აირჩევენ.
“[პრეზიდენტის რეგიონალური] რწმუნებულების ინსტიტუტი შენარჩუნდება“, განაცხადა სააკაშვილმა.
ამჟამად, გამგებლებსა და გუბერნატორებს პრეზიდენტი ნიშნავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)