აფხაზეთის პრემიერი მოსკოვში იმყოფება
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი სამუშაო ვიზიტით მოსკოვს სტუმრობს, რათა რუსეთის ოფიციალურ პირებთან ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილოს, იუწყება აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ 4 აგვისტოს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ანქვაბი მოსკოვში იმ რუს ბიზნესმენებს შეხვდება, რომლებმაც აფხაზეთში უკვე განახორციელეს ინვესტიციები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)