ვენაში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, 1 აგვისტოს ვენაში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
“განიხილებოდა მხარეებს შორის ნდობის, ურთიერთობების აღდგენის საკითხები… ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა უნდა იპოვონ საერთო ენა“, განაცხადა 2 აგვისტოს “რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი ხაინდრავამ.
მისი ინფორმაციით, შეხვედრას სოხუმის ხელისუფლების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა, ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია და სხვები ესწრებოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)