ახალციხის პოლიციის შენობის წინ აფეთქბა მოხდა

დაუდგენელი ტიპის ნივთიერება აფეთქდა 8 აგვისტოს ახალციხის რაიონული პოლიციის შენობის წინ. აფეთქბის შედეგად არავინ დაშავებულა, ინტყობინება “რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური 9 აგვისტოს.
 
ამ ცნობის მიხედვით, სავარაუდოდ აფეთქდა ხელყუმბარა, რამაც მიმდებარე შენობებში ფანჯრების ჩამსხვრევა გამოიწვია. 
 
ინციდენტის შესახებ კომენტარი არ კეთდება შინაგან საქმეთა სამინიტროში, შესაბამისად მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)