ცხინავლში მიტოვებული სახლების კონფისკაციას აპირებენ

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება აპირებს ცხინვალში არსებული მიტოვებული ბინების იმ ოსი დევნილებისთვის გადასცემას, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხე 90–იანი წლების დასაწყისში კონფლიქტის დროს მიეტოვებინათ და სამხრეთ ოსეთში წასულიყვნენ, განუცხადა ცხინვალის ადმინისტრაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა ვადიმ ცხოვრებოვმა რუსულ სააგენტო „რეგნუმს“ 8 აგვისტოს.
 
მისი თქმით, ქალაქის ადმინისტრაციაში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და პარალემტთან ერთად შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით მიტოვებული სახლების მეპატრონეების გარკვეულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სახლი დევნილ მოსახლეობას გადაეცემა. მისი თქმით ამჟამად მიმდინარეობს ამ სახლების აღწერა.
 
შეკითხვაზე თუ რა ბედი ეწევა იმ სახლებს, რომლებიც ქართველებმა მიატოვეს ცხინვალში კონფლიქტის დროს, ცხოვრებოვმა უპასუხა: „ჩვენთვის ნებისმიერი ეროვნების მოქალაქე თანასწორია… კანონი თანაბრად ეხება როგორც ქართველებს ისე ოსებს.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)