ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა იხსნება
განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ამოქმედდება, რომელიც აწ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელობის იქნება და ტერიტორიულად ქალაქ ქუთაისში განთავსდება.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სხვებთან ერთად სწვალა 300-მდე აზერბაიჯანელ, სომეხ და ოსი ეროვნების პირსს შეეძლება. ასევე მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებს.
„სასწავლო პროგრამის შესწავლის შემდეგ პირებს საშუალება ექნებათ მმართველობის და თვითმართველობის ორგანოებში დასაქმდნენ,“ – განაცხადა კახა ლომაიამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენცაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)