თავდაცვის უწყება სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შესყიდვას იწყებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეიარაღებული ძალებისთვის კვების პროდუქტების შესყიდვის პროცესს იწყებს.


თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, 10 აგვისტოს პირველ ეტაპზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონულ გამგეობებში გაიხსნება კვების პროდუქტების შესყიდვის საინფორმაციო პუნქტები, სადაც მოხდება ინფორმაციის მიღება პროდუქტების რაოდენობის, ფასისა და მიწოდების ინტენსივობის შესახებ.


ამ მისიით სამცხე-ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მუშა ჯგუფი იქნება მივლინებული, რომელიც ადგილზე შეისწავლის სიტუაციას.


საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების 20 ათასი სამხედრო მოსამსახურის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციით მომარაგების შესახებ განცხადება 5 ივლისს გააკეთა. მისი თქმით, ეს ერთგვარი კომპენსაცია იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის  რუსული სამხედრო ბაზის მიერ ახალქალაქის დატოვების შემდეგ, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ამ ბაზაზე იყო დასაქმებული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)