რუსული გემები ბათუმის ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გატანას იწყებენ
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 10 აგვისტოში ორი რუსული სადესანტო ხომალდი შევიდა, რომლის საშუალებითაც მოხდება ბათუმის ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გატანა რუსეთში.
რუსული და ქართული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ბათუმის სამხედრო ბაზას ჯავშანტექნიკის 40 ერთეული, მათ შორის 20 ტანკი, საზენიტო დანადგარი „შილკას“ 3 ერთეული და 12 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „კრუგი“ დატოვებს. თუმცა პროცესი შეიძლება შეფერხდეს აჭარაში ამინდის გაუარესების გამო.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 30 მაისს მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2005 წლის 1 სექტემბრისთვის ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებიდან ჯავშანტექნიკის სულ ცოტა 40 ერთეული უნდა გავიდეს. გაყვანის პროცესი მთლიანად 2008 წლისათვის უნდა დასრულდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)