შიდა ქართლში ფინანსურ პოლიციაზე თავდასხმა მოხდა

ფინანსური პოლიციის შიდა ქართლის რეგიონალურ განყოფილებას გორში 10 აგვისტოს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამდენიმე წუთიანი სროლის შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ.


ფინანსური პოლიცია გასულ წელს კონტრაბანდასთან და სხვა ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)