„თბილავიამშენი“ „მავერიკის“ ტიპის თვითმფრინავების წარმოებას იწყებს

ს.ს „თბილავიამშენი“ ახალი, ამერიკული ე.წ. „მავერიკის“ ტიპის თვითმფრინავების გამოშვებას იწყებს. უკვე არსებობს ერთი ეგზემპლიარი, რომლის საცდელი ფრენაც 12 აგვისტოს განხორციელდა.


„თბილავიამშენის“ ხელმძღვანელის ვაჟა თორდიას ინფორმციით, 5-ადგილიანი თვითმფრინავი ბიზნესკლასისაა და მისი სახელწოდება იქნება „ტამჯეთი“, რომელიც 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე იფრენს.


„ამ ტიპის თვითმფრინავების გამოშვება საქართველოში პირველად ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოეს პერიოდში უკვე დავიწყებთ თვითმფრინავის სერიულ წარმოებას“, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ საწარმოს ხელმძღვანელმა ვაჟა თორდიამ.


მისი თქმით, საჭირო ნაწილები საწარმოში მზადდება, მხოლოდ ძრავის ჩამოტანა მოხდა აშშ-დან. თვითმფრინავის გასაყიდი საწყისი ფასი 1,5 მლნ  აშშ დოლარია.


აქამდე  საწარმო სხვა სახის საქმიანობასთან ერთად ძირითადად სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ოთხი სახის მოდიფიკაციას აწარმოებდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)