ბათუმის ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გატანა დაიწყო

ბათუმის სამხედრო ბაზიდან ორ რუსულ სადესანტო ხომალდზე ჯავშანტიკის ჩატვირთვის პროცესი 12 აგვისტოს დაიწყო.


ამ ეტაპზე ბათუმის სამხედრო ბაზას ჯავშანტექნიკის 40  ერთეული, მათ შორის 20 ტანკი, საზენიტო დანადგარი „შილკას“ 3 ერთეული და 12 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „კრუგი“ დატოვებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)