საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობისთვის 24 კანდიდატი იბრძვის
საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. ამ დროისთვის ტენდერში მონაწილეობისთვის 24 განაცხადია შესული.
ცხრა წევრისგან შემდგარი სამეურვეო საბჭო ტენდერში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად 23 აგვისტოს შეიკრიბება.
საზოგადოებრივ მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად ტენდერი მეორედ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 23 ივლისს სამეურვეო საბჭომ ტენდერში დარჩენილ ოთხ კანდიდატს შორის ვერ შეძლო გამარჯვებულის გამოვლენა.
ახალი დირექტორის არჩევამდე საზოგადოებრივ მაუწყებლობას კვლავ მოქმედი თავმდჯომარე ზაზა შენგელია უხელმძღვანელებს.
This post is also available in: English (ინგლისური)